თამბაქოს მავნებლობაზე ბევრი რამ დაწერილა, ბევრი რამ თქმულა. ბევრი ფილმი გადაღებულა, ბევრი სცენა დადგმულა...
რაღა უნდა მოგიყვეთ მასზე ისეთი საინტერესო ან ისეთი რაც უარს გათქმევინებთ მასზე?
„მოწევა კლავს,მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას,მოწევა სერიოზულ ზიანს გაყენებთ თქვენ და თქვენს ირგვლივ მყოფთ“ ამ ფრაზებს არაერთ საზოგადოებრივ დაწესებულებასა თუ თავად თამბაქოს ნაწარმზე შეხვდებით, თუმცა მარტო ფრაზები ვერ გვიხსნის თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენ ირგვლივ მყოფებს.
ყველაზე მეტ ზიანს კი ვაყენებთ ჩვენ საყვარელ პლანეტას, დედამიწას...…
ეს ბლოგი შევქმენით იმიტომ, რომ ყველა თქვენგანი გაეცნოს ინფორმაციას თამბაქოს შესახებ, დაფიქრდეს მისი მავნე ზემოქმედების შესახებ და მოუწოდოს სხვას ამავე საქციელისკენ.
ამ ბლოგით ვეცდებით დავეხმაროთ მწეველებს უარი თქვან ამ სასიკვდილო იარაღზე, რომელიც არა ერთბაშად არამედ თანდათანობით ცდილობს გაგვხვიოს თავისი მომწამვლელი კვამლის ქვეშ. უარი გვათქმევინოს ჩვენს მორალურ პრინციპებზე, გადაგვაბიჯებინოს საკუთარ „მე“-ზე და დაგვაკარგვინოს ჩვენთვის უძვირფასესი ადამიანები.
მოდით, ერთად დავამარცხოთ თამბაქო!


No comments:
Post a Comment